⁠⁠სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

კომპანია „მეგავატს“ ტენდერებში მონაწილეობის განსაკუთრებით დიდი გამოცდილება გააჩია. ჩვენი პროექტების უმრავლესობა, სწორად, კონკურსის წესით მოვიპოვეთ.

მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი, სრულყოფილი და გამართული სატენდერო დოკუმენტაცია წარმატების წინაპირობაა. მრავალი კომპანია კონკურსებში მონაწილოებას თავს არიდებს, რადგან მთავარ სირთულეს, სწორად, დოკუმენტაციის შედგენაში ხედავს.

წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი კომპანია ექსპერტად ჩამოყალიბდა და მზად არის საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს.

დოკუმენტაციის მომზადების გარდა „მეგავატის“ მომსახურება მოიცავს კონსულტირებას, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში (www.spa.ge) რეგისტრაციას და, დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით, საკონკურსო ფასის კორექტირებას კონკურენტებთან მიმართებაში.

აგრეთვე კომპანია „მეგავატი“ უზრუნველყოფს ტენდერის დასრულების შემდეგ გასაფორმებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, ინვოისი, ფორმა #2...) შედგენას.