ხარჯთაღრიცხვის შედგენა

ნებისმიერი დამკვეთის სურვილია, პროექტი რაც შეიძლება მომგებიანად აქციოს. უკონტროლო, წინასწარ გაუაზრებელმა ხარჯვამ კი შესაძლებელია ვადების დარღვევა, პროექტიდან გადახვევა და მშენებლობის შეჩერებაც კი გამოიწვიოს.

პროექტის ღირებულების დასადგენად მნიშვნელოვანია წინასწარ შევადგინოთ რაც შეიძლება ზუსტი და მაქსიმალურად დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში პროექტირებამდე ვახდენთ წინასწარ განფასებას პროექტის საბოლოო, სავარაუდო ღირებულების დასადგენად

ჩვენს მიერ შედგენილი საბოლოო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მაქსიმალურად ასახავს პროექტის შესრულების რეალურ ღირებულებას.