შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზები
ნებისმიერი შენობის შიდა საპროექტო-სარემონტო სამუშაოებისათვის, აგრეთვე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა თუ რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვიცოდეთ შიდა სივრცის ზუსტი პარამეტრები. აზომვით ნახაზზე დატანილია ოთახებისა და შიდა ტიხრების განლაგება ზომების მითითებით. აგრეთვე ნაჩვენებია შენობის ღიობების ზუსტი მდებარეობა და ზომები.
კომპანია „მეგავატის“ პროფესიონალთა გუნდი აბსოლუტური სიზუსტით უმოკლეს ვადაში დაგიმზადებთ შიდა აზომვით ნახაზებს თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით.