რატომ მეგავატი

"მეგავატი" დაარსდა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კერძო სამშენებლო სექტორი ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე იყო და ამ ინდუსტრიაში ორგანულად გაიზარდა, როგორც სტაბილური, საიმედო, კვალიფიციური კომპანია. მისი 15 წლიანი გამოცდილება მოიცავს მრავალ წარმატებულ პროექტს, რამაც მეგავატი, მაღალი სტანდარტითა და საიმედო რეპუტაციით, ბაზარზე კონკურენტულ მოთამაშედ აქცია. ჩვენ დამკვეთს ვთავაზობთ მომსახურების პერსონალიზებულ, მაღალ სტანდარტს და ანგარიშსწორების მოქნილ პირობებს.

„მეგავატი“ აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას:

  • საცხოვრებელი, საოფისე და სასწავლო-აღმზრდელობითი ობიექტები;

  • სამრეწველო შენობა-ნაგებობები;

  • სპორტული ინფრასტრუქტურა;

  • კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია;

  • სარეკრეაციო სივრცეები.

მეგავატი უზრუნველყოფს სრული საპროექტო ციკლის წარმოებას:

  • პროექტის კონცეფციის პირველადი შეთანხმება დამკვეთთან;

  • ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კვლევა;

  • კონსტრუქციული პროექტის მომზადება;

  • არქიტექტურული პროექტირება-გეგმარება და ვიზუალიზაცია;

  • საინჟინრო ქსელების პირველადი კვლევა და პროექტრება;

  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;

  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი;

  • საბოლოო კორექტივების შეტანა და მუშა ნახაზების მომზადება;

  • სრული ალბომის შეკვრა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმება.

  • მშენებლობა.

აღნიშნული მიმართულებით დღეისათვის „მეგავატს“ შესრულებული აქვს 250-მდე დაკვეთა. მათ შორის არის ქვეყნის მასშტაბით 25-მდე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქალაქის იერსახის მოწესრიგების საქმეში შეტანილი წვლილი. ამ მხრივ ჩვენთვის გამორჩეული პროექტია კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოთხი შენობის ჯაჭვი, რომელიც კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსის მატარებელია. ჩვენმა სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს შენობის ფასადი, ჩავატარეთ ფერთა კვლევა, დავადგინეთ სამშენებლო მასალების თავსებადობა და ხარისხი, ყველა ეტაპზე მაქსიმალური სიზუსტით ვიმუშავეთ, რათა შენობებს პირვანდელი იერსახე დავუბრუნოთ.

წლების განმავლობაში დაგროვებულმა დივერსიფიცირებული საქმიანობის  გამოცდილებამ და მატერიალურ-ტექნიკურმა აქტივებმა  კომპანიას ახალი მიმათულებით განვითარების შესაძლებლობა მისცა -- 2023 წელს დაარსდა სამშენებლო კომპანია „მეგავატ-ქონსთრაქშენი“.

მისია და ხედვა

არქიტექტურა ქმნის ახალ გარემოს და ამავე დროს ერწყმის არსებულს, რომელიც სწრაფად ცვალებადია. ტექნოლოგიებთან ერთად  მშენებლობის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება. არქიტექტურული პროექტების გამოწვევა, სწორად, ამ პროცესებთან თავსებადობა და ისეთი ერგონომიკული გარემოს შექმნაა, რომელიც ადამიანს მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად აგრძნობინებს თავს.

„მეგავატის“ მისიაა, ვიპოვნოთ ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური,  ეკოლოგიური და ესთეტიკური გადაწყვეტილებები დიზაინისა და პროექტირების პროცესში.

ადამიანები ცხოვრების 80-90%-ს შენობებში ატარებენ გარკვეული ფორმების, შუქების, ფერების, ხმების გარემოცვაში... შესაბამისად, გარემო გავლენას ახდენს ადამიანის კოგნიტურ უნარებზე, ფსიქო-ემოციურ, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ქცევაზე.  აქედან გამომდინარე, არქიტექტურა სცილდება გეგმარებით და სამშენებლო საქმიანობას. ჩვენი ამოცანაა ადამიანებს გავუუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, რაც კომპლექსური მუშაობით, კერძოდ, მეცნიერების სხვადასხვა დარგების გამოყენებით მიიღწევა.

რომელ პროექტებს გამოვარჩევდით?

განსაკუთრებით ვამაყობთ 2022 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტით - მონაცემთა დამუშავების ცენტრით ("დატა ცენტრი"), რომლის ფართობი 12170 მ2-ს შეადგენდა. ჩვენმა კომპანიამ უზრუნველჰყო „დატა-ცენტრის“ მშენებლობისათვის საჭირო დიზაინისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციის შედგენა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ პროექტის დიზაინზე მუშაობა. შენობის ფასადზე გამოყენებული ტრადიციული ქართული აგურის იმიტაცია და მარჯვენა ფლიგელის მინის ჩანართზე დამონტაჟებული ლითონის ფუტურისტული კონსტრუქცია  ერთობლიობაში აგრძელებს ძველი ქალაქის ურბანულ გენეტიკას  და ამავე დროს კარგად გამოხატავს შენობის თანამედროვე ფუნქციურ დანიშნულებას. გარდა ამისა, სპეციფიური დანიშნულების ობიექტი არასტანდარტულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა - მაღალი უსაფრთხოების სისტემები, ელ. ენერგიის მიწოდება-გენერაცია და ა.შ... 

ჩვენთვის გამოწვევა იყო საკმაოდ მასშტაბური პროექტი ქალაქ ჩოხატაურში, სადაც იგეგმება არსებული  სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციისა და სხვადასხვა სპორტული სახეობებისთვის შენობა-ნაგებობების მშენებლობა. პროექტი მოიცავს სარაგბო და საფეხბურთო მოედნების მოწყობას, დახურული მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას, დახურული აუზის, ჩოგბურთის კორტების, საცხენოსნო დოღის ტრასის მოწყობასა და ლანდშაფტის (ავტოსადგომი, საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, გამწვანება და სარწყავი სისტემა, მთლიანი ტერიტორიის შემოღობვა) კეთილმოწყობას.

პროექტის ჯამური ფართობი 83 250 მ2 შეადგინს.

სრულ საპროეტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვა. კომპანია „მეგავატი“ კონკურსის წესით შეირჩა.

„ვერავინ გაექცევა არქიტექტურას და მის გავლენას!“
-Günter Hertel