არქიტექტურული პროექტის მომზადება

პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა დამკვეთის სურვილების, მიზნების და საჭიროებების დადგენაა. სივრცითი გეგმარების, ვიზუალიზაციის, ბიუჯეტირებისა და ვადების შეთანხმების შემდეგ გადავდივართ ესკიზურ პროექტზე, სადაც ზედმიწევნით ვითვალისწინებთ დამკვეთის ყველა შენიშვნასა და მოთხოვნას. ვეძებთ ოპტიმალურ გზებს, რათა შედეგი მაქსიმალურად მივუახლოვოთ მოლოდინებს.

კონცეფციის საბოლოოდ განსაზღვრის შემდეგ ვიწყებთ სანებართვო და მუშა დოკუმენტაციის შედგენას.

კომპანია „მეგავატის“ საქმიანობის სფერო სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს:

  • საცხოვრებელი, საოფისე და სასწავლო-აღმზრდელობითი ობიექტები;
  • სასტუმროები;
  • სამრეწველო დანიშნულების ობიექტები;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია;
  • სარეკრეაციო სივრცეები.