მეგავატ ქონსთრაქშენი
„მეგავატ-ქონსთრაქშენი“ დამკვეთს სთავაზობს სრულ სერვისს პროექტირებიდან მშენებლობამდე. ჩვენთან შესაძლებელია იდეა იქცეს ნახაზებად, ნახაზები კი შენობებად. „მეგავატის“ გამოცდილი გუნდი სამშენებლო პროცესის ყველა ფაზას მოიცავს: წინასამშენებლო, მშენებლობის და მშენებლობის დასრულების შემდგომი მიღება-ჩაბარების პროცედურებს.
კომპანია მეგავატი მუშაობს კოორდინირებულად საკუთარ საპროექტო გუნდთან, ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან. თავად იღებს პასუხისმგებლობას სამშენებლო პროცესის ნებისმიერ ასპექტზე, რაც დამკვეთს თავიდან აცილებს რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად კომუნიკაციის სირთულეს.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დამკვეთთან, საჭიროების შემთხვევაში ვათანხმებთ ყველა დეტალს, უზრუნველვყოფთ ხარისხის კონტროლს, ტექნიკურ ზედამხედველობასა და მშენებლობის შესაბამისობას პროექტთან.
სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:
- მშენებლობის ორგანიზებას;
- მიწის სამუშაოებს;
- საძირკვლის მოწყობას;
- რკინა-ბეტონის მზიდი კარკასის მოწყობას;
- შიდა და გარე კედლების ბლოკის წყობის სამუშაოებს;
- შიდა ტიხრებს;
- კარ-ფანჯრების ჩასმას;
- გადახურვას (ბრტყელი/ქანობიანი);
- ფასადის მოპირკეთებას ნებისმიერი მასალით;
- შიდა საინჟინრო ქსელების გაყვანას;
- იატაკის მოჭიმვას;
- ლესვას;
- ყველა ტიპის სრულ მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.