18 ოქტომბერს სასტუმრო “პარაგრაფ-თბილისში” არქიტექტურული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  საერთაშორისო კონკურსი ArchiAward-2025 ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილოებას დამოუკიდებელი არქიტექტორები და არქიტექტურული სტუდიები იღებენ. აღნიშნული ღონისძიება წლეულს მეცხრამეტედ ჩატარდა და პრეტენდენტთა რაოდენობამ 4 ათასს მიაღწია.  ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ არქიტექტურული პროექტების ნომინაციაში  ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი — სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დაასახელა.
„მეგავატის“ გუნდთან ერთად ნომინირებულ პროექტზე ჩვენმა არქიტექტორმა დავით ვარვარიძემ იმუშავა.
გამარჯვებულებს დიპლომები და სპონსორების მიერ დაწესებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.