18 ოქტომბერს სასტუმრო “პარაგრაფ-თბილისში” არქიტექტურული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ნომინაციაში „არქიტექტურული პროექტი“ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი — სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო შეირჩა.
კომპანია მეგავატი აჭარის რეგიონში სამი სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე იმუშავებს. აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტრომ რეგიონში ახალი სკოლების მშენებლობის შესახებ კონკურსი გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორიები მდებარეობს ბათუმსა და ქობულეთში.
ქვემო ფონიჭალაში სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ოფისისა და სასწავლო პოლიგონის მშენებლობა იგეგმება. მთლიანი სამშენებლო ფართობი 88 230 მ2-ია, საიდანაც საპროექტო ნაწილი 6000 მ2-ს შეადგენს.
თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო „რუმსსა“ და მეტროსადგურ “რუსთაველს” შორის მდებარე თაღებიანი ოთხი შენობის ჯაჭვი, რომელიც ქვეითთა ტროტუარს უერთდება და ერთგვარ გვირაბს ქმნის, დიდი ხანია რეაბილიტაციას საჭიროებს. თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით მოწესრიგდება შენობების ფასადები და შეკეთდება ნაწილობრივ დაზიანებული სახურავები…
ჩვენი კომპანია, ქვეყნის მასშტაბით, ბავშთა აღმზრდელობითი ინფრასტრუქტურის შექმნის საქმეში აქტიურად მონაწილეობს. ამჯერად „მეგავატი“ მაღალმთიანი რეგიონების სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის საჭირო დეტალური პროექტების მომზადებაზე იმუშავებს…
