კომპანია მეგავატი აჭარის რეგიონში სამი სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე იმუშავებს. აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტრომ რეგიონში ახალი სკოლების მშენებლობის შესახებ კონკურსი გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორიები მდებარეობს ბათუმსა და ქობულეთში.

ბათუმის მე-20 სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი. სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ კი 200 ბავშვისთვის გათვალისწინებული ახალი შენობა აშენდება. ქალაქ ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის დამატებითი შენობა 300 ბავშვს დაიტევს.