საერთაშორისო კონკურსი ArchiAward-2025 ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილოებას დამოუკიდებელი არქიტექტორები და არქიტექტურული სტუდიები იღებენ. ჟიურის კი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წარმოადგენენ.
ნომინაციაში „არქიტექტურული პროექტი“ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი — სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო შეირჩა.
„მეგავატის“ გუნდთან ერთად ნომინირებულ პროექტზე ჩვენმა არქიტექტორმა დავით ვარვარიძემ იმუშავა.
ტერიტორიის საერთო ფართობი 6000 მ²-ს შეადგენს და განთავსებულია თბილისში, კრწანისის რაიონში. საოფისე შენობასთან ერთად მოეწყობა სასწავლო პოლიგონიც.
პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურითა და ორიგინალური ფორმით, რაც იდეალურად აერთიანებს მის ფუნქციურობასა და ესთეტიკას.
დაჯილდოების ცერემონია 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ გაიმართება.