ჩვენი კომპანია, ქვეყნის მასშტაბით, ბავშთა აღმზრდელობითი ინფრასტრუქტურის შექმნის საქმეში აქტიურად მონაწილეობს. ამჯერად „მეგავატი“ მაღალმთიანი რეგიონების სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის საჭირო დეტალური პროექტების მომზადებაზე იმუშავებს.
სამცხე-ჯავახეთში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საბავშვო ბაღის არსებული შენობა 423 მ2 ფართობზე მდებარეობს და 75 ბავშვზეა გათვლილი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში და ქალაქ წალენჯიხაში კი ახალი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება, რისთვისაც კომპანია „მეგავატი“ დეტალურ საპროქტო დოკუმენტაციას მოამზადებს.
პროექტირება მოხდება საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და ევროსტანდარტების მოთხოვნების დაცვით. შენობები გათვლილი იქნება საბავშვო ბაღის შესაბამის სიმძლავრეზე და მოიცავს ყველა აუცილებელ ფუნქციურ სივრცეს: ჯგუფების ოთახები, საძინებელი, სათამაშო სივრცე, სამზარეულო, სანიტარული კვანძები, დირექტორის და პერსონალის ოთახები, სამედიცინო კაბინეტი, დარბაზი მუსიკალური და სპორტული მეცადინეობისთვის და ა.შ.
შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
გარე სათამაშო ზონა მოეწყობა უსაფრთხო გლუვზედაპირიანი, რბილი მასალისგან დამზადებული კონსტრუქციებით.
პროექტირებისას ვითვალისწინებთ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს და ვიყენებთ თბოდანაკარგების შემცირების მეთოდებს.