ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში წალენჯიხის სოფელ ობუჯის საბავშვო ბაღის მშენებლობა „მეგავატის“ მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მიმდინარეობს. დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღი რეგიონში 50 ბავშვს მოემსახურება და მათთვის უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს მოეწყობა საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.
ახალი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვისაც. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მლნ ლარია.
ჩვენთვის, როგორც არქიტექტურული კომპანიისთვის, წარმატების მთავარი საზომი ის მომენტია, როცა ჩვენ მიერ შექმნილი პროექტები რეალურ ფორმას იძენს და ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის — განსაკუთრებით რეგიონებში.