ქვემო ფონიჭალაში სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ოფისისა და სასწავლო პოლიგონის მშენებლობა იგეგმება. მთლიანი სამშენებლო ფართობი 88 230 მ2-ია, საიდანაც საპროექტო ნაწილი 6000 მ2-ს შეადგენს. დაახლოებით 3000 მ2 გათვალისწინებულია ოფისის მშენებლობისთვის, მეორე ნახევარზე კი სასწავლო-საავტომობილო პოლიგონი მოეწყობა.   განაშენიანების ფართობზე ასევე უნდა განთავსდეს სერვისცენტრის ექსპლუატაციისათვის აუცილებელი დამხმარე შენობა-ნაგებობები (სატრანსფორმატორო, საგენერატორო, საქვაბე, სასმელი წყლის რეზერვუარი, სახანძრო წყლის რეზერვუარი, ბუნებრივი აირით მომარაგების კვანძი, სიცივის წარმოქმნისა და დისტრიბუციის კვანძი…).

საოფისე სივრცე გადაწყვეტილია თანამედროვე მინიმალისტურ არქიტექტურულ სტილში. საპროექტო შენობა სამ სართულიანია.

დამკვეთმა საკუთარი ესკიზის საფუძველზე გამოაცხადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვა. კომპანია „მეგავატი“ კონკურსის გამარჯვებული გახდა.