დამკვეთი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
მისამართი
ჭყონდიდელის ქ. #9, თბილისი
ფართობი
556 მ2
წელი
2025
თბილისის 94-ე საბავშვო ბაღი
ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ინტენსიური განაშენიანებისა და ნაკვეთის სიმცირის გამო, აგრეთვე რთული რელიეფისა და გეოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, პროექტზე მუშაობისას საჭირო გახდა არატიპური გადაწყვეტილბების მიღება. კერძოდ, დაემატა მიწისქვეშა სართული, ხოლო ფართობის სივიწროვემ განაპირობა სათამაშო მოედნის განთავსება მესამე სართულის ტერასაზე.
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (თბილისის ძველი უბანი - კუკია) ფასადის ძირითადი ნაწილის მოსაპირკეთებლად დეკორატიული აგური შეირჩა, რათა შენარჩუნებულიყო ურბანული ქსოვილის აუთენტურობა. ამავე დროს ექსტერიერის მოსაწყობად გამოვიყენეთ თანამედროვე დიზაინის ალუმინის ვიტრაჟები, ხის ფაქტურის კომპოზიტური პანელები და აივნის მინის მოაჯირები.
ფასადზე დამონტაჟდება ფერადი ალუმინის კოლოფები ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შესაქმნელად. მყუდრო და მშვიდი გარემოსთვის კი პროექტით გათვალისწინებულია ხმისა და თბოიზოლაციის სისტემა.
კომპანია „მეგავატს“ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე მუშაობის განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვს.





