დამკვეთი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მისამართი
წყალტუბო
ფართობი
11 767.9 მ²
წელი
2025
რაგბის სტადიონი წყალტუბოში
წყალტუბოს გულში, მთის ქედების ფონზე, იშლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბის სტადიონი, რომელიც ერთდროულად არის ძალისა და ესთეტიკის სიმბოლო. მისი ფუნქცია სცილდება მხოლოდ სპორტულ არენას — ეს არის სივრცე, სადაც ხდება ყოველღიური ძალისა და ენერგიის დემონსტრირება, ხოლო არქიტექტურა ერწყმის ბუნებას. შენობის მკვეთრი და ჰარმონიული ფორმები გამოხატავს მოძრაობას, დინამიკას და გამარჯვებისკენ სწრაფვას.
ნაკვეთი მდებარეობს ბრტყელ, ვაკე რელიეფზე, რაც უზრუნველჰყოფს ფუნქციური გეგმარების სიმარტივესა და სპორტული ინფრასტრუქტურის სრულფასოვან განთავსებას. მიმდებარე სივრცე განკუთვნილია სპორტული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისთვის, რაც ქმნის ერთიან სპორტულ-კულტურულ გარემოს.
სტადიონის საერთო ფართობი — 1,939.9 მ²-ია. შენობა ორსართულიანია:
პირველი სართული მოიცავს გასახდელებს სპორტსმენებისთვის, სანიტარულ კვანძებს, ადმინისტრაციულ ოფისებს, სათავსოებსა და სრულფასოვან სავარჯიშო დარბაზს. მეორე სართულზე განთავსდება გადახურული ტრიბუნები, რომლებიც უზრუნველჰყოფს მაყურებელთა კომფორტს ნებისმიერ ამინდში.
მოედანი აკმაყოფილებს როგორც ვარჯიშის, ასევე საერთაშორისო ტურნირების მოთხოვნებს, რაც სტადიონს მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრად აქცევს.
ფასადი შესრულებულია მოპრიალებული ბეტონის, მეტალისა და ალუმინის პროფილების კომბინაციით. გარსაცმის ჰორიზონტალური ხაზები ქმნის მოძრაობისა და ენერგიის ვიზუალურ განცდას, ხოლო ფერების კონტრასტი - მკაფიო, თანამედროვე იერსახეს. მასალების გამძლეობა უზრუნველჰყოფს ობიექტის ხანგრძლივ ექსპლუატაციას მოვლა-პატრონობის საწიროების მინიმუამდე დაყვანით. ღამის საათებში, განათება ხაზს უსვამს ფასადის რიტმულ ფორმებს და ობიექტს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
პროექტი შესრულებულია რაგბის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტისა და სტანდარტების შესაბამისად, გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი სამშენებლო ნორმები და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა.
სტადიონის ტერიტორია მოიცავს:
- სრულფასოვან სათამაშო მოედანს,
- ტრიბუნებს და დამხმარე ინფრასტრუქტურას,
- სარეკრეაციო და მწვანე ზონებს, რომლებიც ქმნის სასიამოვნო გარემოს სპორტსმენებისა და სტუმრებისთვის.
პროექტი განკუთვნილია არა მხოლოდ მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გასამართად, არამედ ქალაქის ტურისტული და კულტურული პოტენციალის გასაზრდელადაც.



