დამკვეთი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მისამართი
ქ. რუსთავი
ფართობი
წელი
2025
UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი რუსთავში
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ რუსთავის ცენტრალურ ნაწილში. პროექტი მოიცავს არსებული ამორტიზირებული სტადიონის დემონტაჟისა და, მის ადგილზე, უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის მშენებლობის ესკიზური პროექტის მომზადებას.
ტერიტორიის შესასვლელში თაღოვანი შენობა დგას,რომელიც 1950-იან წლებშია დაპროექტებული რუსთავის სამშენებლო კომბინატის არქიტექტორთა ჯგუფის მიერ. თავდაპირველად მისი ფუნქციური დანიშნულება სპორტულ-კულტურული ცენტრი იყო, რომელიც ემსახურებოდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მეტალურგიული კომბინატის თანამშრომლებს. რუსთავის ძველი სტადიონი და მისი არკებიანი შესასვლელი ოფიციალურად არ არის აღიარებული როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ადგილობრივი საზოგადოების, ურბანისტებისა და არქიტექტურის მკვლევართათვის ის მნიშვნელოვან ურბანულ ობიექტად მიიჩნევა და ავთენტურ ხასიათს უნარჩუნებს გარემოს.
ასეთი საზოგადეობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ქალაქის კოლორიტული შენობის შენარჩუნება.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, რათა შენობას დაუბრუნდეს თავდაპირველი იერსახე და კვლავ შეასრულოს მთავარი შესასვლელის როლი.
ძველი სტადიონი სრულად არის ამორტიზებული და საჭიროებს დემონტაჟს. ტერიტორიაზე შევინარჩუნეთ არსებული სათადარიგო სტადიონიც 200 მაყურებელზე გათვლილი გადახურული ტრიბუნებითა და ოთხივე კუთხეში განთავსებული განათების ბოძებით.
ტექნიკური დავალების მიხედვითა და უეფას მოთხოვნებით სტადიონმა უნდა უზრუნველყოს 8000 მაყურებელის მიღება, VIP და მედია ლოჟები, საპარკინგე სივრცეები და სათადარიგო სტადიონი.
სტადიონზე მოსახვედრად შეიქმნა 3 შესასვლელი, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი A, B, C და D სექტორებებამდე მარტივად მიაღწევს. სექტორები გადანაწილებულია შემდეგნაირად: A სექტორი დასავლეთის მხარეს, B სექტორი ჩრდილოეთით, C სექტორი აღმოსავლეთით, ხოლო D სექტორი სამხრეთით.
კომპანია “მეგავატმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.





