დამკვეთი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მისამართი
რუსთაველის ქ. #136
ფართობი
7408 მ2
წელი
2025
ქობულეთის #2 საჯარო სკოლა
კომპანია „მეგავატი“ რეგიონალური ინფასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტებს ანხორციელებს, განსაკუთრებით სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებით. დაბა ქობულეთში მე-2 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებისა და შენობის უსაფრთხოების ნორმებს.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. ქობულეთში და მისი ფართობი შეადგენს 7408 მ2-ს. შენობაში განთავსდება 12 საკლასო ოთახი და მინიმუმ 300 ბავშვს დაიტევს. აგრეთვე დამატებითი კორპუსი მოიცავს სპორტდარბაზს გასახდელებით, მწვრთნელისა და ინვენტარის ოთახებით, ბიბლიოთეკას, სასადილოს, კაბინეტებსა, სანკვანძებს, რეკრეაციასა და სხვა დამხმარე სივრცეებს.
რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობების შესაბამისად, პროექტირებისას გამოვიყენეთ თანამედროვე ნესტგამძლე და თბოსაიზოლაციო მასალები. საპროექტო დავალების თანახმად შენობის დიზაინი არ უნდა იყოს ერთფეროვანი და გადაწყვეტილი უნდა იყოს თანამედროვე სტილში ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით.




