დამკვეთი
სსიპ "ცხინვალის ი. მაჩაბელის სახელმწიფო თეატრი"
მისამართი
ქ. თბილისი, პეტრიაშვილის ქ. #7
ფართობი
5 000 მ2
წელი
2020

ივანე მაჩაბელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

30 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ და საკუთარი შენობის გარეშე დარჩენილ ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახ. პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა გადაეცა. ყოფილი სპორტული სკოლა სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებდა, რისთვისაც გამოცხადდა სახელმწიფო კონკურსი.

არსებული ნაგებობა შედგება ერთი მიწისპირა და სამი მიწისზედა სართულისგან და დაყოფილია ორ - ძველ და ახალ მიშენებულ ნაწილებად. პროექტში შევინარჩუნეთ ძირითადი კომპოზიციური ნაწილი.

განხორციელდა დარბაზის, საზოგადოებრივი და დამხმარე სივრცეების, ასევე ადმინისტრაციული ნაწილის რეაბილიტაცია, ფასადის, შენობის წინა გამწვანების ტერიტორიის მოწყობა, დარბაზში აკუსტიკური პანელების მონტაჟი.

"მეგავატმა" უზრუნველჰყო შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურება.