დამკვეთი
კრწანისის რ-ნის გამგეობა
მისამართი
ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #81
ფართობი
1819 მ2
წელი
2020
კრწანისის რაიონის გამგეობა
კრწანისის რაიონის გამგეობის შენობისთვის ამავე რაიონში 1819 მ2 ტერიტორია გამოიყო. პროექტი ითვალისწინებდა 4 სართულიანი შენობის მშენებლობას. მთავარ კონცეფციას თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებისა და შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმების გამოყენება წარმოადგენდა.
- პირველ ეტაპზე ჩატარდა საძიებო-კვლევითი სამუშაოები, შეიქმნა კონცეპტუალური პროექტი.
- მეორე ეტაპზე შევადგინეთ ესკიზური პროექტი, სადაც გათვალისწინებული იყო არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტა შერჩეულ კონცეპტუალურ ვარიანტზე დაყრდნობით, შენობის მოსალოდნელი მაქსიმალური დატვირთვისა და გაბარიტების გაანგარიშებით.
- მესამე ეტაპი მოიცავდა დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სამშენებლო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შედგენას, პროექტის ექსპერტიზასა და არქიტექტურულ ნაწილს.
პროექტი „მეგავატის“ სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.

