დამკვეთი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი
შ. ჭანკოტაძის ხეივანი, #21, თბილისი
ფართობი
2600 მ2
წელი
2018
აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოფისის შენობა სამ სართულიანია და ფუნქციურად იყოფა სასწავლო, საოფისე და მოსასვენებელ ზონებად. მთლიანი საპროექტო ფართი სამივე სართულზე 2402 მ2-ს იკავებს. აქედან საზაფხულო ფართი (აივანი) 187 მ2-ია.
პირველ სართულზე განლაგებულია ლობი, შეხვედრების ოთახები, კიბე, ლიფტი, სველი წერტილები, უშიშროების სამსახურის ოფისები და სასწავლო ცენტრის აუდიტორიები.
მეორე სართულზე განლაგებულია ადმინისტრაციის ოფისები, შეხვედრების ოთახები, კიბე ლიფტი და სველი წერტილები.
მესამე სართულზე განლაგებულია ადმინისტრაციის ოფისები, შეხვედრების ოთახები, კაფე, კიბე, ლიფტი და სველი წერტილები.
შენობის არქიტექტურულ იერსახეს განაპირობებს ტერასული ღია აივნები, შუშის მოაჯირებით და გრძელი ვიტრაჟული ფანჯრები. შემინვის ვერტიკალური ხაზები რიტმულად გადადის ფასადის შეფუთვის ვერტიკალურ ხაზებთან, რომელიც მოგვაგონებს ღია და დახურულ ფანჯრის დარაბებს. შენობამდე მისვლა შესაძლებელია მოგრძო ხიდისებური ბაქნით, რომელსაც უკავშირდება კიბე და პანდუსი.
კომპანია „მეგავატმა“ სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე იმუშავა და განხორციელების პროცესს საპროექტო ზედამხევდელობა გაუწია.


