დამკვეთი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
მისამართი
დაბა ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის #6
ფართობი
1415 მ2
წელი
2020
ჩხოროწყუს კულტურის სახლი
პროექტი მიზნად ისახავდა არსებული კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქციას - გამოუყენებელი და არასწორად დაგეგმილი სივრცეების დემონტაჟს და ხელახალ გეგმარებას თანამედროვე პრინციპებისა და შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების მიხედვით.
შენობას დაემატა საოფისე სივრცეები, აღდგა 336 მაყურებელზე გათვლილი ძირითადი და 4 სარეპეტიციო დარბაზი.
ჩვენთვის პრიორიტეტული იყო შენობის გარე ვიზუალის უცვლელად დატოვება, რადგან არსებული კოლონები და სხვა ელემენტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ინტერიერში კი თანამედროვე დიზაინი შევიტანეთ.
შენობის მოსაპირკეთებლად გამოვიყენეთ მაღალი ხარისხის თანამედროვე მასალები. პროექტით გათვალისწინებულია მოზაიკის იატაკის მოწყობა, დაიგება კერამოგრანიტის ფილები და პარკეტი.
შენობაში ბუნებრივი სინათლის მისაღებად გამოყენებულია იზოალუმინის ვიტრაჟები, რომელიც უზრუნველჰყოფს საერთო სივრცის განათებას. ფასადი შეიღებება ორი ტიპის საღებავით. კედლების ცეცხლმედეგობისა და სითბომდეგობისთვის გამოვიყენეთ 15 სანტიმეტრიანი სენდვიჩპანელები.
შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. საევაკუაციო გასასვლელები დაპროექტებულია საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

