დამკვეთი
ქალაქ თბილისის მერია
მისამართი
კახეთის გზატკეცილი N76
ფართობი
4 500 მ2
წელი
2021
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
მოსწავლე-ახალგაზრდობის, ყოფილი „პიონერთა“ სასახლე 83 წელია არაფორმალური განათლების ცენტრად იქცა და დღემდე აგრძელებს თანამედროვე კულტურული, სამეცნიერო, სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას. ამჟამად ეროვნულ სასახლეში 3 ათასამდე ბენეფიციარია რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ სხვა შემოქმედებით, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებს შორის არის არქიტექტურა და ინჟინერიაც, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ ადრეული ასაკიდან გაეცნონ და დაეუფლონ ამ პროფესიას.
სამგორის ფილიალისათვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადდა სახელმწიფო ტენდერი. პროექტი მოიცავდა შემდეგ სივრცეებს:
ციფრული ლაბორატორია, მედიათეკა, საერთო სამუშაო სივრცეები ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და სტრატაპერებისთვის, ფაბ-ლაბი და სახელოსნოები შესაბამისი დანადგარებით, სარეპეტიციო ოთახები მუსიკალური ბენდებისთვის და ხმის ჩამწერი სტუდია; სასწავლო აუდიტორიები, თეატრალური დარბაზი, კაფე, ღია სარეკრეაციო სივრცე, (3X3 კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, საცოცი კედელი), ჰოსტელი, სამედიცინო კაბინეტი, პარკინგი და ლიფტი.








