დამკვეთი
ანსამბლი "ერისიონი"
მისამართი
ქ. თბილისი, ხეთაგუროვის #26
ფართობი
9 560 მ2
წელი
2021

ანსამბლი "ერისიონი"

XX საუკუნის 70-80-იანი წლების არქიტექტურის დომინანტური ტენდენციები ყველაზე ნათლად საზოგადაოებრივი დანიშნულების შენობებშია გამოვლენილი.
ერთ-ერთ ასეთ ნაგებობას თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი ,,მედიკოსების სახლი“ წარმოადგენს, სადაც ამჟამად სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „ერისიონი“ ფუნქციონირებს.
შენობის ფასადი მოპირკეთებულია ოქროსფერი ეკლარით, მასიური ყრუ კედლები კი შემსუბუქებულია ნახევარწრიული პანელებით.
გასული ეპოქისთვის დამახასიათებელი ხელწერის შენარჩუნების მიზნით, არსებული შენობის გარე ვიზუალი უცვლელად დავტოვეთ. შეიცვალა მხოლოდ ძველი ფანჯრები და ვიტრაჟები არსებულთან მაქსიმალურად მიახლოებული ახლით.
საპროექტო შენობაში განთავსდა ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზები და ადმინისტრაცია.
ჩვენ გვერგო პატივი, გვეზრუნა მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი ანსამბლის თანამედროვე ადგილ-სამყოფელზე, სადაც ახალ თაობებს გადაეცემათ უძველესი წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობა. ასეთი საქვეყნო მნიშვნელობით შთაგონებულებმა დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ შენობის სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო- დოკუმენტაციის მომზადებაზე.
ჩვენი კომპანია სახელმწიფო კონკურსის გამარჯვებული გახდა.