დამკვეთი
საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
მისამართი
ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. #40
ფართობი
შენობა: 5060მ2, შედა ეზო: 850მ2.
წელი
2019
შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა. პროექტი ითვალისწინებდა შენობის შიდა გეგმარებით და ეზოს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას. შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
უნივერსიტეტის ეზოში დაპროექტდა და მოწესრიგდა მისწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო გამწვანების ახალი საფარი. განთავსდა მოსასვენებელი სკამები და განათების ბოძები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ღია სცენას, რომელიც გადაიხურა თანამედროვე დიზაინის მოძრავი, გაღება-დახურვის ავტომატური მექანიზმით აღჭურვილი სახურავით.
რეკონსტრუქციის პროექტში შენარჩუნებულია ძირითადი არქიტექტურული კომპოზიცია. აღმაშენებლის გამზირისა და სოსო და კოტე წერეთლების ქუჩის მხრიდან ფასადი უცვლელი დარჩა. არ შეცლილა შენობის შიგნით განთავსებული სამუზეუმე სივრცეც, რომელიც აგრეთვე ძეგლის სტატუსის მატარებელია.




