დაკვეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მისამართი
ქ. ქობულეთი, პოპოვის ქ. #12
ფართობი
15 010 მ2.
წელი
2022
ქობულეთის სოციალური სახლები
გლობალური დათბობის გათვალისწინებით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო გახშირდება სტიქიური კატაკლიზმები, რაც ეკომიგრანტთა რიცხვის ზრდას გამოიწვევს.
შიდა მიგრაცია შეუქცევადი პროცესია საქართველოშიც. მკაცრი კლიმატისა და სტიქიური უბედურებების გამო მაღალმთიანი რეგიონების მკვიდრ მოსახლეობას დღემდე უწევს მშობლიური სოფლების დატოვება.
განსაკუთრებული რისკის ზონას მთიანი აჭარა წარმოადგენს, საიდანაც ათობით ათასი ადამიანია განსახლებული. თუმცა, სამწუხაროდ, განსახლება პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს. წლების წინ საკუთარ საცხოვრისს მოწყვეტილი ოჯახები უარეს ყოფით პირობებში ხვდებოდნენ, რის გამოც ბევრი მათგანი, სიცოცხლის რისკის ფასად, უკან დაბრუნებას ამჯობინებდა.
2022 წელს აჭარის მთავრობას სტიქიური ზონიდან ჩამოსახლებული 200-მდე ოჯახი ქირით ჰყავდა გაყვანილი. მათთვის მუდმივი საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად კი სოციალური სახლების მშენებლობა დაიგეგმა.
ქალაქ ქობულეთში, გელაურის დასახლებაში გამოყოფილ მიწის ფართობზე ორი ათსართულიანი, 120 ბინიანი კორპუსი აშენდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 23, 484 000 ლარი შეადგინა.
ჩვენმა კომპანიამ სოციალური პროექტის განხორციელების საქმეში საკუთარი წვლილი საპრეოქტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებით შეიტანა.


