დამკვეთი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მისამართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ფართობი
2670 მ2
წელი
2023

საბავშვო ბაღები წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმა, რისთვისაც გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვა. საპორექტო ტერიტორია შეადგენს 2670მ2 . ბაგა-ბაღის შენობასთან ერთად გათვალისწინებულია გარე სათამაშო მოედანი საჩრდილობლით და საქვაბის სათავსო. შენობას გარშემო უვლის სახანძრო დანიშნულების სამანქანო გზა. 

შენობაში გათვალისწინებულია საკონკურსო დავალებით მოთხოვნილი სივრცეები: ერთი ჯგუფი პატარებისთვის საძინებლით და ერთი ჯგუფი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საძნებლის გარეშე. აგრეთვე სამზარეულო, სპორტული დარბაზი და ადმინისტრაციული ოთახები. სივრცეები ერთმანეთისგან გამოყოფილია 2სთ ცეცხლმედეგობის ტიხრებით.

შენობის ფასადზე გათვალისწინებულია ქვაბამბის დამათბუნებელი და მიუნხენის ლესვა.

შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინა-ბეტონის მონოლითურ კარკასს. საძირკველი მოწყობილია ადგილზე
ფორმირებული მონოლითური ფილით. მონოლითური რკინა-ბეტონის ფილებითაა მოწყობილი ასევე, სართულშუა გადახურვა და ფასადის და მზიდი კედლები. კედლების შემავსებლად გამოყენებულია ბეტონის ბლოკი.

სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახანძრო უსაფრთხოებას და ეკოლოგიურ ფაქტორებს.

კომპანია "მეგავატმა" Design-Build მეთოდით იმუშავა  საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური პროექტის მომზადებაზე.