დამკვეთი
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მისამართი
ქ. თბილისი, ლისის ქ.#1 მიმდებარედ
ფართობი
425 მ2
წელი
2024
უსაფთხოების მართვის ცენტრი - 112
112-ის არსებული შენობის მიმდებარედ, დამატებით იგეგმება ადმინისტრაციული ოფისის მშენებლობა. პროექტის თანახმად აშენდება 60 ადამიანზე გათვლილი ორსართულიანი შენობა. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე რელიეფის უმეტესი ნაწილი ქანობიან კლდოვან გრუნტს წარმოადგენს, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი კი მოქცეულია არსებული პარკინგის მცირე მონაკვეთზე. არქიტექტურული გეგმარების პროცესში ჩვენთვის მთავარი ამოცანა არსებული საპარკინგე სივრცის მაქსიმალურად შენარჩუნება იყო, რაც ვერტიკალური გეგმარებით ამოვხსენით. კერძოდ, ჩატარდა მიწის სამუშაოები და გამონთავისუფლდა შენობის განთავსების არეალი. ჩრდილოეთით მოეწყობა მცირე კედელი, რომელიც შეაკავებს მიწის მასების შესაძლო ჩამოშლას და ამავე დროს, სწორ ტრაექტორიას მისცემს გრუნტის წყლებსა და მოსულ ნალექებს.
გათბობა-გაგრილების სისტემა ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მის უზრუნველსაყოფად შენობის გვერდით VRF ბლოკი განთავსდება.
ადმინისტრაციული ოფისის ფასადზე გამოყენებული იქნება იზოალუმინის ვიტრაჟი, ხოლო თავად ნაგებობა შეიფუთება თეთრი ფერის კომპოზიტური მასალით.
შენობა სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის.

