დამკვეთი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მისამართი
მარტვილის რ-ნი, სოფ. სალხინო
ფართობი
961 მ2
წელი
2023

საბავშვო ბაღი მარტვილში

საპროექტო ნაკვეთის საერთო ფართობი 4772 მ2 შეადგენს. ტერიტორია უმეტესად გამწვანებულია სხვადასხვა ხე-ნარგავებით, რაც რთულ რელიეფს ქმნის. ჩრდილოეთით ესაზღვრება მთავარი საავტომობილო გზა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მეორადი გზა.  ტერიტორიის თითქმის მთლიანი ნაწილი  გარშემორტყმულია სხვადასხვა დანიშნულების შენობებით.

კომპანია „მეგავატმა“ შეასრულა საპროექტო სამუშაოები 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის. რთული ლანშაფტისა და ინტენსიური გამწვანებიდან გამომდინარე შენობა ორსართულიანი იქნება.

პირველ სართულზე განთავსდება ბავშვების ერთი ჯგუფი საძინებელი ოთახით, შენობაში შესასვლელი ტამბური, დაცვის ოთახი, სამზარეულო, სამრეცხაო, თეთრეულის და მნის ოთახები, ექიმის კაბინეტი, პერსონალისა და სამეუნეო . სამზარეულოში მოეწყობა მცირე ზომის ლიფტი, რაც მეორე სართულზე საკვების მიწოდებას გაამარტივებს.

მეორე სართულზე განთავსდება  ორი ჯგუფის ოთახი, დარბაზი სათავსოებით და ადმინისტრაციის ოფისი.  ორივე ჯგუფს მოემსახურება სახანძრო კიბე, საფეხურებს გაუკეთდება ალუმინის მოცურების საწინააღმდეგო ზოლიანი კუთხოვანა. კოლონების და კედლების მახვილი კუთხეები მაქსიმალურად დამუშავდება და მომრგვალდება. ფანჯრებში ჩაისმება ნაწრთობი მინა-პაკეტი თუნუქის საცრემლეებით. ეზოში მოეწყობა 35 მ2 უსაფრთხო ზონა და 300 მ2 სათამაშო ზონა საჩრდილობლით.

რეგულაციებიდან გამომდინარე შენობა ადაპტირდება შშმ პირთათვის. სახანძრო უსაფრთხოებისთვის კი გაკეთდება სპეციალური გზა შენობის გარშემო.

შენობის პერიმეტრის შიგნით მოხვედრილი ხეები გადაირგვება.