დამკვეთი
ქ. ფოთის ვ. გუნიას სახ. სახელმწიფო თეატრი
მისამართი
შ. რუსთაველის რკალი #28
ფართობი
3295 მ2
წელი
2023

ვ. გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრი

ათი წლის წინ საზეიმოდ გახსნილი ფოთის თეატრი ამ დრომდე ავარიაულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. არსებული მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, რომ შენობა მთლიანად ამორტიზებულია. კუსტარული და უხარისხო ვიტრაჟების გამო შენობაში   მუდმივად ჩაედინება წყალი. ბაქაბზე და სარინელებზე არასაკმარისი ქანობი უხვი ნალექების დროს წყალს ვერ აკავებს. ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მთლიანად არის დაზიანებული კედლები, ლოკალურად ჩამოცვენილია ნალესი და კედლის მოსაპირქეთებელი მინა-მაგნეზიტის ფილები. -4,50 ნიშნულზე 10სმ-იანი ფილა დასხმულია პირდაპირ ქვიშაზე ღორღის საფუძვლისა და ჰიდროიზოლაციის გარეშე, რაც მუდმივად იწვევს გრუნტის წყლების ამოსვლას და აზიანებს იატაკს.

ბრტყელი გადახურვა კონდენსანტის წარმოქმნის გამო ამობერილი და დაზიანებულია. შენობა არ არის სათანადოდ ადაპტირებული შშმ პირთათვის. გაუმართავია არსებული სავენტილაციო სისტემა, წყალ-კანალი და გათბობის სისტემა, დაზიანებულია სატვირთო ლიფტები, სცენის აკუსტიკა, განათებები და ა.შ.

სარეკონსტრუქციო პროექტზე მუშაობისას ჩვენი უმთავრესი ამოცანა შენობის ადაპტირება იყო ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან. რამაც გამოიწვია შენობის შიდა და გარე მოსაპირკეთებელი მასალების თითქმის მთლიანი ჩანაცვლება ჰიდრო და თბოსაიზოლაციო მასალებით. იატაკზე დაიგება კერამოგრანიტისა და მოცურების საწინააღმდეგო კერამიკის ფილები. საოფისე და სარეპეტიციო სივრცეებში გათვალისწინებულია ვინილის აკუსტიკური იატაკის მოწყობა, მაყურებელთა დარბაზში მთლიანად შეიცვლება რბილი იატაკი.

შეკიდულ ჭერში არსებული გაყვანილობის დემონტაჟის საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელი ხდება ჭერის შეცვლაც, რომელიც წარმოქმნილი კონდენსანტის შედეგად დაზიანდა. კუსტარულად დამზადებული, დაზიანებული ვიტრაჟების ნაცვლად ღიობებში ჩაისმევა ალუმინის სილიკონური სისტემის ენერგოეფექტური ვიტრაჟები. გარე ფასადზე დამონტაჟდება ალუმინის კარები პანიკური გამღებით. აივნებზე კი ალუმინის კარები შიდა გაღებით. გაფართოვდება შიდა კარების ღიობები 70-80 სმ. -დან 90 სმ. -მდე და ჩაისმევა 20წთ. ცეცხლმედეგობის მდფ-ის კარები.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული ბრტყელი გადახურვის მოხსნა და ახლის მოწყობა ფოთის კლიმატური პირობებისათვის აპრობირებული ბრტყელი გადახურვის ტექნოლოგიით.

კომპანია „მეგავატმა“ სრული საპრეოქტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე იმუშავა.