დამკვეთი
შპს"სპორტმშენსერვისი"
მისამართი
ქ. ჩოხატაური, დუმბაძის ქ. #24
ფართობი
83 251 მ2
წელი
2024

მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი ჩოხატაურში

ჩოხატაურის სპორტული კომპლექსი მალე რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ობიექტად გადაიქცევა.

ჩვენმა კომპანიამ საკმაოდ მასშტაბურ პროექტზე იმუშავა, რომელიც ითვალისწინებს არსებული სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციისა და სხვადასხვა სპორტული სახეობებისთვის შენობა-ნაგებობების მშენებლობას. საპროექტო ფართობი 83 251 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

სამუშაოები მოიცავს სარაგბო და საფეხბურთო მოედნებისა და 250-300 მაყურებელზე გათვლილი დახურული მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას. აგრეთვე, 35 მეტრიანი აუზის, ჩოგბურთის კორტების, საცხენოსნო დოღის ტრასის, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის და ლანდშაფტის კეთილმოწყობას (ავტოსადგომი, საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, გამწვანება და სარწყავი სისტემა, მთლიანი ტერიტორიის შემოღობვა).

ამავე ტერიტორიაზე აშენდება 45 ნომრიანი სასტუმრო.

სპორტული კომპლექსი სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ნებისმიერი დონის სპორტული ღონისძიების მასპინძლობას შეძლებს. განახლებული სპორტული ჰაბი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას რეგიონში.