დამკვეთი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მისამართი
ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. #77
ფართობი
შიდა: 30 800 მ2, ფასადი: 15 000 მ2
წელი
2024
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსი
100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები დაიგეგმა. საუკუნოვანი თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებათა შორის არის მეექვსე კორპუსის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სააკაძის მოედანზე არსებული მასიური შენობის სიძველისგან დაზიანებული ფასადი ამახინჯებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და აბიტურიენტებისთვის ნაკლებად მიზიდველს ხდის აქ სწავლას.
ჩვენი კომპანია საკუთარ წვლილს შეიტანს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი საინჟინრო კერის კეთილმოწყობის საქმეში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კველევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან. მას ინფორმაციული ტექნოლოგიების უნიკალური ლაბორატრია გააჩნია რეგიონში.
ყოველივე აქედან გამომდინარე შენობის ახალი იერსახე ხაზს უნდა უსვამდეს უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საინჟინრო სასწავლო დაწესებულების, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ინოვაციების დანერგვისაკენ სწრაფვას.
შპს „მეგავატმა“ შენობის შიდა და ფასადის პროექტირებაზე იზრუნა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა:
I-ეტაპი: არქიტექტურილი გეგმარება (ფუნქციური განაწილება), ფასადის პროექტირება და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.
II-ეტაპი: სრული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება, ფასადის პროექტის მერიასთან შეთანხმება.
შიდა საპროექტო ფართობი: 30 800 მ2.
ფასადის საპროექტო ფართობი: 15 000 მ2.


