დამკვეთი
ქ. გორის მუნიციპალიტეტი
მისამართი
სოფელი ზერტი
ფართობი
4890 მ2
წელი
მიმდინარე

საბავშვო ბაღი ზერტში

კომპანია „მეგავატს“ საბავშვო ბაღებზე მუშაობის განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენს პორტფოლიოში 25-მდე საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაცია ინახება. დაგროვებულმა ცოდნამ და მატერიალურ-ტექნიკურმა აქტივებმა შესაძლებლობა მოგვცა გვემუშავა არა მხოლოდ საპროექტო, არამედ სამშენებლოზე ნაწილზეც.

ტერიტორია მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზერტში. მიწის ნაკვეთი განლაგებულია სწორ რელიეფზე. მთლიანი ფართობი შეადგენს 4890 მ2. საპროექტო დავალების თანახმად ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.

პროექტით გათვალისწინებულია ექვსი სათამაშო მოედნის მოწყობა დამკვეთის მიერ მოთხოვნილი ყველა საბავშვო ატრაქციონით, ექვსი საჩრდილობლითა და უსაფრთხო ზონით. შენობის გარშემო გაკეთდება 3,5 მეტრი სიგანის გზა სახანძრო უსაფროებისთვის. ტერიტორიაზე ავტომობილების (მათ შორის სახანძრო) შესვლა 4,5 მეტრის სიგანის ჭიშკრიდან იქნება შესაძლებელი.

შენობა ორ სართულიანია. მისი სტრუქტურული ნაწილი წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასს, რომელიც შედგება რკინაბეტონის სვეტებისგან, სართულშუა გადახურვისგან და ბრტყელი სახურავისგან. კედლების შემავსებლად გამოყენებულია პემზაბლოკი დათბუნებული ქვაბამბით. შენობას აქვს ოთხი ძირითადი შესასვლელი.

სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების შენობების პროექტირება-მშენებლობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

ამჟამად მიმდინარეობს შენობის შიდა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, აგრეთვე შენობის გარშემო სპეციალური სახანძრო დანიშნულების გზის მოწყობა.