დამკვეთი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მისამართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბობოყვათი
ფართობი
10 525 მ2
წელი
2024
ბობოყვათის საჯარო სკოლა
კომპანია "მეგავატმა" ახლახან დაასრულა მუშაობა ბობოყვათის საჯარო სკოლის სრულ საპროექტო დოკუმენტაციაზე, რომელიც არსებული ნაგებობების დემონტაჟსა და ახალი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს. შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით შენარჩუნდა მხოლოდ სპორტული დარბაზი.
სკოლის ძირითადი შენობა შედგება ორი დამოუკიდებელი ორ და ოთხსართულიანი ბლოკებისგან.
სკოლა გათვლილია 500 ბავშვზე. სასწავლო სივრცეში განთავსდება 18 საკლასო ოთახი, კაბინეტები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სხვა დამხმარე ოთახები.
გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მოიცავს შემოღობვას, ეზოსა და ღია კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობას ტრიბუნით, ამფითეატრსა და გამწვანებით ღონისძიებებს.
არსებულის მსგავსად საპროექტო შენობა გადახურული იქნება მეტალოკრამიტის ქანობიანი სახურავით, რომელზეც დამონტაჟდება სამერცხლულები და თოვლის დამჭერები.
ფასადზე მთლიანად მოეწყობა ვენტილირებადი საფასადე პანელები და ლითონის დეკორატიული ელემენტები.
ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით ორივე შენობის ფასადი ჰიდრო/ორთქლიზოლაციით დამუშავდება და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით 5 სმ სისქის ქვაბაბმით შეიფუთება. მოეწყობა იზოალუმინის ფანჯრები.
პროექტში სრულად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.




