დამკვეთი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მისამართი
გურჯაანი, ქოროღლიშვილის ქუჩა
ფართობი
12 6502 მ2
წელი
2025

გურჯაანის ტყე-პარკი

ესკიზური პროექტი მომზდდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქ გურჯაანში თანამედროვე, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას. პროექტის კონცეფცია ეფუძნება ლანდშაფტის არქიტექტურის თანამედროვე მიდგომებს და ითვალისწინებს ტერიტორიის კლიმატურ, ურბანულ და ბუნებრივ თავისებურებებს.

პარკი აერთიანებს რეკრეაციული, სპორტული, საგანმანათლებლო და ტურისტული დანიშნულების ობიექტებს, რაც ქმნის აქტიურ და მრავალფეროვან საზოგადოებრივ სივრცეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. პროექტის მნიშვნელოვანი ელემენტებია თემატურად დაგეგმილი ზონები, ინოვაციური მიმართულებები და ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალური ინტეგრაცია.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ძირითადი ობიექტებია:

  • მრავალფუნქციური ურბანული პარკი – თანამედროვე რეკრეაციული სივრცე ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის;
  • ბოტანიკური ბაღი – საგანმანათლებლო და ეკოტურისტული ზონა საქართველოსთვის დამახასიათებელი ხე-მცენარეებით;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა – ღია სპორტული მოედნები, სარბენი და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცეები;
  • საბავშვო გასართობი ზონები – უსაფრთხო და ასაკობრივად მორგებული სივრცეები ბავშვებისთვის;
  • ტბა და მიმდებარე რეკრეაციული არეალი – სასეირნო ბილიკები, ბუნებასთან ინტეგრირებული დასვენების სივრცეები.

გამორჩეული კომპონენტია მიკროავიაციის ზონა (მცირე აეროდრომი), რომელიც პარკს უნიკალურ იდენტობას სძენს და მნიშვნელოვნად ზრდის მის ტურისტულ მიმზიდველობას. ალტერნატიულად, ტერიტორია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საცხენოსნო ტურიზმისა და სპორტის განვითარებისთვის, რაც დამატებით მრავალფეროვნებასა და ეკოტურისტულ ღირებულებას ქმნის.

პროექტის კონცეფცია ორიენტირებულია რეგიონის მდგრად განვითარებაზე, სოციალური აქტივობის გაზრდასა და გურჯაანის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაზე, რაც პროექტს მნიშვნელოვან როლს სძენს.