დამკვეთი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო
მისამართი
თბილისი, რუსთავი, მცხეთა, ახალციხე
ფართობი
წელი
2025
სოციალური მომსახურების სააგენტოები
სოციალური მომსახურების სისტემის განვითარებისა და რეგიონებში სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოში მიმდინარეობს სოციალური მომსახურების სააგენტოების ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ფარგლებში ოთხ დიდ ქალაქში — თბილისში, მცხეთაში, ახალციხესა და რუსთავში — იგეგმება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სამხარეო სერვისცენტრების მშენებლობა.
კომპანია „მეგავატმა“ აღნიშნული ობიექტების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული პაკეტი მოამზადა, რაც მოიცავდა როგორც საინჟინრო კვლევებს, ისე არქიტექტურულ-გეგმარებით და გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
ობიექტების ტექნიკური აღწერა:
ახალციხე – ბექა ჯაყელის ქ. N38
ნაკვეთის ფართობი: 1,917 კვ.მ
საპროექტო ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები შეფასდა როგორც ავარიული, რომელიც არ აკმაყოფილებს მოქმედ სამშენებლო და სეისმოლოგიურ სტანდარტებს.
გამაგრება/რეაბილიტაცია არარენტაბელურია, რის საფუძველზეც მომზადდა 230 კვ.მ-ის სრული სადემონტაჟო პროექტი.
თბილისი – ჯავახეთის II შესახვევი N3
ნაკვეთის ფართობი: 722 კვ.მ
ტერიტორია წარმოადგენს სწორ, გამწვანებულ სივრცეს მცირე დახრილობით სამხრეთისკენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ხე-მცენარეების გადარგვა დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით.
მცხეთა – სამხედროს ქუჩა №13
ნაკვეთის ფართობი: 1,200 კვ.მ
ტერიტორია რელიეფურია, აღმოსავლეთის მკვეთრი დაქანებით. გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად, მომზადდა არსებული ხე-ნარგავების გადარგვის დენდროლოგიური დოკუმენტაცია.
რუსთავი – ფალიაშვილის მიმდებარე ტერიტორია, №18
ნაკვეთის ფართობი: 1,608 კვ.მ
სწორი, გამწვანებული ტერიტორია, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის ოპტიმალურ პირობებს.
პროექტი მოიცავს არსებული ხე-ნარგავების გადარგვას დენდროლოგიური მოთხოვნების სრული დაცვით.











