ყველაფერი, რასაც ვხედავთ გარშემო — შენობები, ქუჩები, სკვერები, ქალაქები — ვიღაცის წარმოსახვით დაიწყო… ოდესმე დაგინახავს შენობა და გიფიქრია — რატომ გამოიყურება ასე? როგორ შექმნეს ეს? რატომ მოქმედებს ფიზიკური სივრცე ჩვენს განწყობაზე? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიება იწყება იქ, სადაც არქიტექტურა იბადება.
ოზურგეთის მინიციპალიტეტის დაბა ურეკში იგეგმება არსებული განაშენიანებისა და პარკების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ახალი პარკების, საფეხმავლო ბილიკებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა. სარეკონსტრუქციო ტერიტორია მოიცავს 19225 მ2. კომპანია „მეგავატმა“ ტერიტორიის წინა საპროექტო კვლევა უკვე დაიწყო.
კომპანია მეგავატი აჭარის რეგიონში სამი სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე იმუშავებს. აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტრომ რეგიონში ახალი სკოლების მშენებლობის შესახებ კონკურსი გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორიები მდებარეობს ბათუმსა და ქობულეთში.